რუ­სე­თის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დარ­ტყმე­ბის შე­დე­გად უკ­რა­ი­ნის დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის ოლ­ქში 8 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 11 და­შავ­და, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის სა­ოლ­ქო-სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­ზე, ალექ­სან­დრ გან­ჟა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კრი­ვი-რიჰ­ში 2 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 4 და­იჭ­რა. მათ­გან ერთი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

სი­ნელ­ნი­კის რა­ი­ო­ნის დუ­ბო­ვი­კო­ვის თემ­ში 4 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 3 და­იჭ­რა, ხოლო ნი­კო­ლა­ე­ვის თემ­ში 2 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

“ნი­კო­პო­ლის რა­ი­ონ­ში და­ზა­რალ­და ნი­კო­პო­ლის, მარ­გა­ნეც­კა­ი­ას, მი­როვ­სკა­ი­ას, პოკ­როვ­სკა­ი­ას და კრას­ნოგ­რი­გო­რი­ევ­სკა­ი­ას თე­მე­ბი. და­ზი­ან­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, კერ­ძო სახ­ლე­ბი და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი. და­შავ­და სამი ადა­მი­ა­ნი“, - აღ­ნიშ­ნა გან­ჟამ.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სებ­მა ერთ დღე­ღა­მე­ში, სა­ერ­თო ჯამ­ში, ოლ­ქის სამ რა­ი­ონს თით­ქმის 30-ჯერ შე­უ­ტი­ეს.