სა­სუ­ლი­ე­რო პირი, მამა ირი­ნე­ოს შენ­გე­ლია, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა თუ ვი­ტყვით, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ვარ­სკვლა­ვი გახ­და.

ყვე­ლა­ფე­რი კი სა­მე­ბის ტა­ძარ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოს გავ­რცე­ლე­ბით და­ი­წყო – მამა ირი­ნე­ო­სი პატ­რი­არ­ქის გა­მორ­ჩე­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და დე­ლე­გა­ტებს შო­რის იყო.

“შე­სა­შუ­რი ბი­ოგ­რა­ფია აქვს ამ ასაკ­ში!

“2014 წელს წარ­ჩი­ნე­ბით და­ას­რუ­ლა ქა­ლაქ თბი­ლი­სის Ν99 სა­ჯა­რო სკო­ლა. 2015-16 წლებ­ში სწავ­ლობ­და ქა­ლაქ თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში. 2016 წელს ელა­დის (სა­ბერ­ძნე­თი) მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­ში აღიკ­ვე­ცა მო­ნაზვნად.

2017-2018 წლებ­ში, სა­ბერ­ძნე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის, დრა­მის მიტ­რო­პო­ლიტ პავ­ლეს რე­კო­მენ­და­ცი­ი­თა და წარ­გზავ­ნით ცხოვ­რობ­და და მოღ­ვა­წე­ობ­და ათო­ნის წმინ­და მთა­ზე, წმინ­და პავ­ლეს მო­ნას­ტერ­ში, სუ­ლი­ე­რი და ას­კე­ტუ­რი ცხოვ­რე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი შეს­წავ­ლის­თვის. 2018-2019 წლებ­ში შე­ის­წავ­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე ბერ­ძნუ­ლი ენა და მი­ე­ნი­ჭა არის­ტო­ტე­ლეს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბერ­ძნუ­ლი ენის ცოდ­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­თი­ფი­კა­ტი B2 დონე.

2019-2022 წლებ­ში სწავ­ლობ­და სა­ბერ­ძნეთ­ში, თე­სა­ლო­ნი­კის უმაღ­ლეს სა­ეკ­ლე­სიო აკა­დე­მი­ა­ში, სა­მო­ძღვრო (პას­ტო­რა­ლუ­რი) და სო­ცი­ა­ლუ­რი თე­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე. 2022-2023 წლებ­ში, ჩრდ. ამე­რი­კის ეპის­კო­პოს სა­ბას ლოც­ვა-კურ­თხე­ვი­თა და რე­კო­მენ­და­ცი­ით სწავ­ლობ­და შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ჟე­ნე­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან არ­სე­ბულ, Bossey Ecumenical Institute-ში, CAS-ES გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი სწავ­ლის ფორ­მა­ცი­ულ კურ­სზე, სა­დაც შე­ის­წავ­ლა მო­დუ­ლი “Ecumenical Biblical Hermeneutics” და და­იც­ვა აკა­დე­მი­უ­რი ნაშ­რო­მი, თე­მა­ზე: “შე­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის პერ­სპექ­ტი­ვი­დან”.

2022-2023 წლებ­ში სწავ­ლობ­და სა­ბერ­ძნეთ­ში, ათე­ნის უმაღ­ლეს სა­ეკ­ლე­სიო აკა­დე­მი­ა­ში, სა­მო­ძღვრო (პას­ტო­რა­ლუ­რი) და სო­ცი­ა­ლუ­რი თე­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე, სა­დაც უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბით და­იც­ვა სა­დიპ­ლო­მო აკა­დე­მი­უ­რი ნაშ­რო­მი, თე­მა­ზე: “XVI სა­უ­კუ­ნის რე­ლი­გი­უ­რი რე­ფორ­მა­ცია: პრო­ტეს­ტან­ტუ­ლი თე­ო­ლო­გი­ის სა­წყი­სე­ბი“.2025 წლის 14 იან­ვარს, ამე­რი­კის ბერ­ძნუ­ლი სამ­თა­ვა­რე­პის­კო­პო­სოს სტი­პენ­დი­ით (100% და­ფი­ნან­სე­ბით) ჩა­ი­რი­ცხა ბოს­ტო­ნის Holy Cross School of Theology-ში, გაძ­ლი­ე­რე­ბულ მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე ThM (Advanced Master of Theology).

მღვდელ­მო­ნა­ზონ ირი­ნე­ოსს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვს მრა­ვალ სა­ერ­თა­შო­რი­სო საღვთის­მე­ტყვე­ლო კონ­ფე­რენ­ცი­ა­სა და სიმ­პო­ზი­უმ­ში, მათ შო­რის: გერ­მა­ნი­ა­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, სა­ბერ­ძნეთ­ში, შვე­დეთ­ში, ნორ­ვე­გი­ა­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, იტა­ლი­ა­ში, ის­რა­ელ­ში, აშშ-ში და ა.შ.

მას ეკუთ­ვნის არა­ერ­თი თე­ო­ლო­გი­უ­რი ნაშ­რო­მი ქარ­თულ, ბერ­ძნულ და ინ­გლი­სურ ენებ­ზე, მათ შო­რის:

1. სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი პა­სა­ჟის ინ­ტერპრე­ტა­ცია – “ქრის­ტე მე­უ­ფის შეხ­ვედ­რა მდი­დარ მე­ბა­ჟე ზა­ქეს­თან”.

2. “თე­ო­ლო­გი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა და მისი გა­მო­ხატ­ვის გზა“.

3. “თა­ნა­მედ­რო­ვე ოკულ­ტიზ­მის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბე­ბი – მა­გია და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია“.

4. “ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბის თე­ო­ლო­გია (კი­თხვა-პა­სუ­ხი)“

5. “ყვე­ლა­ფე­რი უკ­რა­ი­ნის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის შე­სა­ხებ“ (თა­ნა­ავ­ტო­რი).ფლობს ქარ­თულ (მშობ­ლი­უ­რი), ბერ­ძნულ, ძველ­ბერ­ძნულ და ინ­გლი­სურ ენებს”, – აღ­ნიშ­ნავს დედა სი­დო­ნია.

თვი­თონ მამა ირი­ნე­ოსს კი დღე­ვან­დე­ლი დღის შე­სა­ხებ შემ­დე­გი პოს­ტი აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი:

“დღეს მე ვი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მე-14 გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბის მო­ნა­წი­ლე დე­ლე­გა­ტი, იმ კრე­ბის, რო­მელ­მაც ივე­რი­ის უძ­ვე­ლე­სი ეკ­ლე­სი­ის საყ­დარ­ზე მიტ­რო­პო­ლიტ შიოს კა­თა­ლი­კო­ზად არ­ჩე­ვა და­ა­დას­ტუ­რა.უწ­მინ­დე­სო და უნე­ტა­რე­სო შიო, აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად კრებ­სი­თო­ბის დაც­ვით, თქვენ გახ­დით ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღო­ლი, სწო­რედ ამი­ტომ, გულ­წრფე­ლად გი­სურ­ვებთ, თქვე­ნი პატ­რი­არ­ქო­ბა იქ­ცეს მშვი­დო­ბის, მო­წყა­ლე­ბის, შე­რი­გე­ბი­სა და ერ­თო­ბის გან­მტკი­ცე­ბის პლატ­ფორ­მად.

იმე­დი მაქვს, შეძ­ლებთ იყოთ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის მამა, მათ­თვი­საც ვინც მხარს გი­ჭერ­დათ და მათ­თვი­საც, ვინც სხვაგ­ვა­რად ფიქ­რობ­და. დღეს ეკ­ლე­სი­ა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბით სჭირ­დე­ბა სიყ­ვა­რუ­ლი, მოთ­მი­ნე­ბა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი სი­ტყვა.ღმერ­თმა მო­გა­ნი­ჭოთ ძალა, სიბ­რძნე და სიმ­დაბ­ლე ამ დიდი ჯვრის ტა­რე­ბა­ში.ჩემი თა­ო­ბის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­ვარ­ღვი­ეთ ბა­რი­ე­რე­ბი და გა­ნათ­ლე­ბა და­სავ­ლეთ­ში მი­ვი­ღეთ, ისი­ნი ვინც უან­გა­როდ და წმინ­დად ვემ­სა­ხუ­რე­ბით ქრის­ტეს ეკ­ლე­სი­ას, გა­მოვ­თქვამთ იმედს, რომ თქვენ გა­მო­ი­ყე­ნებთ ჩვენს რე­სურსს სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის კე­თილ­დღე­ო­ბი­სა და აღ­მავ­ლო­ბის­თვის! ჩვე­ნი სამ­წყსოს ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის და ცხო­ნე­ბის­თვის! უფა­ლი გფა­რავ­დეთ!” – წერს ირი­ნე­ო­სი.