გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა, დაშავებულია კიდევ ერთი პირი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა. ავტოსაგზაო შემთხვევა გარდაბანში, სოფელ ბირლიკში დღეს მოხდა.
როგორც გარდაცვილების მეზობელი “პალიტრავიდეოსთან” ამბობს გარდაცვლილები 18 წლის ახალგაზრდები არიან.
“ჩემი შვილის მეგობრები არიან. საუკეთესო ბიჭები. მაღალი სიჩქარით მოძრაობდნენ. ჩვენს სახლთან მოხდა ავარია,” – ამბობს მეზობელი.
💬 კომენტარები