თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თბილისის ზღვაზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.