ბათუმში დაკარგული ბიჭის, ალექსანდრე მიქელაძის დედა, ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„ძალიან მალე, დეე, მე მჯერა, რომ ძალიან მალეე... ჩემს ალექსანდრეს ასეთი მე (დედა) უყვარს და ასეთიც უნდა დაგხვდე, დეე“, - წერს ნათია დიაკვნიშვილი.

შეგახსენებთ, ალექსანდრე მიქელაძე 2025 წლის 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა. მისი კვალი ბათუმში, ხიდთან ქრება. ამ დრომდე, ოჯახი მის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.