მიწამ როგორ უნდა მიგიღოს... გლოვობს ჩემი ბათუმი... პატარა ანგელოზო, ვაი შენს დედას, ეს რა ტრაგედია დატრიალდა... არ არსებობს სიტყვები, რომელიც ამ ტკივილს შეამსუბუქებს…“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე წერს.

„პატარა ანგელოზი ლიზი ცეცხლაძე, რომელმაც უკვე მოასწრო სიყვარულის დატოვება ამ სამყაროში, ძალიან ადრე წავიდა…

მისი ღიმილი, მისი პატარა ნაბიჯები, მისი სითბო – სამუდამოდ დარჩება იმ ადამიანების გულებში, ვინც მას იცნობდა და უყვარდა.
ასეთი ნათელი სული არასოდეს ქრება — ის უბრალოდ ცას ანათებს…

ვუსამძიმრებთ ოჯახს ამ აუტანელ დანაკარგს.

ვიზიარებთ თქვენს ტკივილს და ვლოცულობ, რომ ღმერთმა მოგცეთ ძალა ამ მძიმე დღეების გასავლელად.

მშვიდად განისვენე პატარა ანგელოზო ლიზიკო.

"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახს"

შვილმკვდარი დედა და მამა რით უნდა ანუგეშო და როგორ უნდა დაამშვიდო?... ტკივილსაც გაძლება ხომ უნდა?... მიწაში რომ ჩადებს ასეთ ანგელოზ შვილს ის დედა და მამა რით უნდა ანუგეშო და როგორ უნდა დაამშვიდო?...

გთხოვთ ლოცვებში მოიხსნიოთ, ახლადშესვენებული ლიზიკო
ღმერთმა მისცეს მის დედას გამძლეობა, ამ ტკივილს გაუძლოს.. ... მშვიდათ განისვენე, უკვე უფალთან ხარ... მისი სული ავიდა ანგელოზთა დასში.
უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი.

"ღმერთმა ნათელში ამყოფოს პატარა უმანკო ანგელოზის ლამაზი სული.

(ის იწვა მშვიდი, ისეთი მშვიდი თითქოს მხოლოდ არ იცხოვრა ამქვეყნად....
თითქოს იმქვეყნად ელოდნენ და იცოდა სად მიდიოდა...)

(ის იმდენად ლამაზი იყო, სანთლებთან ერთად ანათებდა...
ახლა გაიგეს პატარა მზის ჩაქრობის ამბავი...
ის კი იწვა, ლამაზი, ლამაზი, ლამაზი, ღმერთო ჩემო, როგორი ლამაზი და ანათებდა... "ყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ მიჰქონდა" ))))

დღეს დიდი სიმწარე და ტრაგედია ტრიალებს ცეცხლაძეების ოჯახში ამ უმძიმეს ტრაგედიას რა სიტყვები აღწერს
ნაადრევი, მოულოდნელი და მოუშუშებელი სიმწარე ხარ პატარავ.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ანგელოზი სული.
გამძლეობას გისურვებთ ოჯახს.

ლიზი ცეცხლაძე ანგელოზად იქცა“, - წერს შოთო სიხარულიძე.