თბილისის ზღვასთან გარდაცვლილი პირის ვინაობა დადგენილია - 25 წლის ნუკრი ქოქუაშვილი, წარმოშობით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო.

ცხედარი პოლიციამ გუშინ დილით ჩამომხრჩვალი ნახა, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობდნენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი თბილისში ქირით ცხოვრობდა და ერთ-ერთ კაზინოში იყო დასაქმებული.

რა მოხდა ადგილზე, ოფიციალური უწყების მიერ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. ქოქუაშვილის ცხედარს უკვე ჩაუტარდა შესაბამისი ექსპერტიზა და ის საკუთარ საცხოვრებელ სახლშია გადასვენებული.