რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
მეორე ნახევარს გამუდმებული კრიტიკით ნუ გააღიზიანებთ და წვრილმანებს ნუ გამოეკიდებით. ახალგაზრდა ოჯახმა სიმტკიცის გამოცდა უნდა ჩააბაროს, ამიტომ პირველი ჩხუბის მიზეზი ნუ გახდებით! ამ დღეს წარმატება დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, მზად ხართ თუ არა, რომ გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღოთ. ხანდახან გადამჭრელი მოქმედებაა საჭირო. ფინანსურ საკითხებში შეგიძლიათ მეგობრებისა და ნათესავების დახმარების იმედი გქონდეთ. დროულმა დახმარებამ შეიძლება თქვენს მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. ამ დღეს ტრავმების რისკი გაზრდილია. ხელსაყრელი დღეა კოსმეტოლოგთან ვიზიტისა და სხვადასხვა სახის შენაძენისთვის.
კურო
მეორე „თაფლობის თვისთვის“ მოემზადეთ! — ამ დღეს თქვენი პარტნიორი უჩვეულო მზრუნველობას გამოიჩენს. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, დროებით, საყოფაცხოვრებო და სამუშაო პრობლემები მეორეხარისხოვანი გახდება. ოჯახური ბედნიერება ურთიერთპატივისცემაზე იგება, ეს არც მეუღლესთან კამათის დროს დაივიწყოთ. გამჭრიახი ადამიანები ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი სარგებელს ნახავენ. მოსალოდნელია დამატებითი შემოსავლის მიღება. ფულს უსარგებლოდ ნუ დახარჯავთ — ჯერ ფინანსური ვალდებულებებისგან გათავისუფლდით. ხელსაყრელი დღეა ვარჯიშის დასაწყებად — საუკეთესო შედეგის მიღებაში გამოცდილი ინსტრუქტორი დაგეხმარებათ.
ტყუპები
ფრთხილად იყავით — საყოველთაო აღიარებამ შეიძლება გარშემომყოფებში შური აღძრას. რთული დღეა, რომელიც საკუთარი პრინციპების დაცვასა და თავდაცვას უკავშირდება. ოჯახურ საქმეებში ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შეიძლება სირთულეები წარმოიშვას, თუმცა დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეძლებთ ყველა განსაცდელი და დაბრკოლება გადალახოთ. ნუ ინერვიულებთ, მოსალოდნელია მოვლენების თქვენს სასარგებლოდ შემობრუნება. დღის მეორე ნახევარში გადაღლას და აპათიას იგრძნობთ, რამაც შეიძლება ქრონიკული დაავადების გამწვავება გამოიწვიოს. ეცადეთ საღამო მშვიდ გარემოში გაატაროთ — არახელსაყრელი დროა სტუმრების მიღების ან ნათესავების მონახულებისთვის.
კირჩხიბი
დღევანდელი პაემანი დაგანახვებთ, რამდენად ახლოს ხართ ერთმანეთთან, თუმცა ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ! დადგა დრო, ძველი, გაცვეთილი ან გაფუჭებული ნივთებისგან გათავისუფლდეთ. უნდა გადაყაროთ ყველაფერი, რაც სახლში უარყოფით ენერგიას იზიდავს. ეცადეთ, ყურადღება სამსახურებრივ საქმეებზე გაამახვილოთ. ნუ დაკარგავთ დროს უსარგებლო საუბრებზე. ამ დღეს ენერგია უფრო ნაყოფიერად უნდა გამოიყენოთ. გუნდური მუშაობა შედეგს გამოიღებს — იდეები პარტნიორებს გაუზიარეთ. სამედიცინო თემებზე სტატიების კითხვა ზედმეტად ნუ გაგიტაცებთ, თორემ შეიძლება საკუთარ თავს არარსებული დაავადებების სიმპტომები აღმოუჩინოთ.
ლომი
რთული დღეა. დილიდან უმიზეზო მოუსვენრობას და შინაგან შფოთვას გრძნობთ, ამიტომ უმჯობესია სახლში დარჩეთ და საყვარელი საქმე აკეთოთ. მეწარმეებმა მკვეთრი მოძრაობებისგან თავი უნდა შეიკავონ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენმა კომპანიამ მაკონტროლებელი ორგანოების ზედმეტი ყურადღება მიიპყროს. გირჩევთ, დიდ ხარჯებს, ალკოჰოლურ სასმელებსა და ხორცეულს მოერიდოთ — ამან შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე და ოჯახურ ბიუჯეტზე უარყოფითად იმოქმედოს.
ქალწული
ამ ნიშნის ქალბატონების ცხოვრებაში მოულოდნელი მოვლენები განვითარდება. ადამიანი, რომლის მიმართაც დიდ სიმპათიას გრძნობთ, თავად გადმოდგამს თქვენკენ ნაბიჯს. ახლობელი ადამიანისგან მნიშვნელოვანი აღსარების მოსმენა მოგიწევთ. კარიერული წინსვლისთვის საგანგებო დავალების შესრულება მოგიწევთ, თუმცა შედეგი მოლოდინს გაამართლებს. იღბალი თქვენთან თავად მოდის, ახლა მთავარია, გაუაზრებელი ქმედებებით არ დააფრთხოთ. თქვენ გვერდითაა ადამიანი, რომელსაც შეგიძლიათ რთულ ვითარებაში ენდოთ. მოერიდეთ ხმაურიან წვეულებებსა და გადამეტებულ აქტიურობას — დღეს ამის განწყობაზე არ ხართ.
სასწორი
თქვენ უყვარხართ ადამიანს, რომელიც გრძნობის გამხელას ვერ ბედავს, თუმცა მალე შეიძლება თქვენკენ პირველი ნაბიჯი გადმოდგას. მზად იყავით იმისთვის, რომ ახლობლები დახმარებას გთხოვენ. უარს ნუ ეტყვით, მათ ვისაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. დადგა დრო, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ. ხელსაყრელი დროა სასამართლო დავების მოგვარების, სავაჭრო გარიგებებისა და შეთანხმებებისთვის. დღეს ძირითად მიზანზე ფოკუსირებას და დაგეგმილის განხორციელებას შეძლებთ. მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, ამიტომ ქუჩაში ნაყიდ პროდუქტებს და ნახევარფაბრიკატებს მოერიდეთ.
მორიელი
ეცადეთ, პარტნიორს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ. ამ დღეს გაჩნდება შანსი, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია სხვებზე ადრე მოიპოვოთ ან ის ისწავლოთ, რაც უახლოეს დღეებში დაგჭირდებათ. ფიზიკური ენერგიის მოჭარბებამ შესაძლოა გადაღლა და თავის ტკივილი გამოიწვიოს.
ტემპს ნუ შეანელებთ — იმოქმედეთ და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, პრესტიჟისა და ავტორიტეტის განსამტკიცებლად შანსი ხელიდან არ გაუშვათ. თუ ავად ხართ, უახლოეს პერიოდში შესაძლოა გამოჯანმრთელების პროცესი დაიწყოს. საღამოს ყურადღება მიაქციეთ ღვიძლს და ორგანიზმს მძიმე საკვებით ნუ დატვირთავთ.
მშვილდოსანი
ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. თუ მეორე ნახევრის პრეტენზიები თქვენს თვითშეფასებაზე მოქმედებს, სილამაზის სალონს ეწვიეთ, ვარცხნილობა შეიცვალეთ და ახალი სამოსი შეიძინეთ. ახლა ბოლოდროინდელი მიღწევების შეფასება და თქვენი იდეების ავტორიტეტულ ადამიანებთან განხილვა ყველაზე მნიშვნელოვანია. ვარსკვლავები გირჩევენ აკონტროლოთ ყველაფერი, რაც თქვენ გარშემო ხდება. მალე მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ, რომელიც არსებული პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ. ფინანსური თვალსაზრისით მოსალოდნელია დადებითი ცვლილებები.
თხისრქა
ეცადეთ, გარშემომყოფთა მომაბეზრებელი რჩევების ნაცვლად საკუთარ გულს უსმინოთ. მხოლოდ თქვენ იცით, სრულფასოვნად როგორ იცხოვროთ! დღევანდელ დღეს შეუძლია თქვენი ყოველდღიურობა არსებითად შეცვალოს, ასე რომ, ცვლილებებისთვის მოემზადეთ. იყავით ფხიზლად და სხვის რჩევებს ნუ მიიღებთ, რადგან ფარული მტერი თქვენთვის ზიანის მოყენებას კვლავაც ცდილობს. სამსახურში გარკვეულ გამოწვევებს წააწყდებით, თუმცა ინტუიციისა და შემოქმედებითი უნარების წყალობით ნებისმიერ სირთულეს გადალახავთ. მთავარია, პერსპექტიული შესაძლებლობა დროულად შენიშნოთ. ნაშუადღევს შესაძლოა უმიზეზო მხიარულებამ შეგიპყროთ — ეს დაგროვილ სტრესზე თქვენი ორგანიზმის რეაქციაა.
მერწყული
რთული და დამღლელი დღეა. მოგიწევთ, რომ ოჯახის წევრების პრობლემებზე იზრუნოთ და საკუთარი ინტერესები სრულიად დაივიწყოთ. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს, რომლებიც ძალას გაცლით. უარი თქვით ზეგანაკვეთურ დატვირთვაზე, თუ დაღლილობას გრძნობთ. მთავარი, რაც ახლა მოგეთხოვებათ, ისაა, რომ ერთ ადგილზე არ გაჩერდეთ და ყველგან მოასწროთ. წარმატება თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული. გაზრდილი საფრთხის გამო, გირჩევთ, მძიმე ფიზიკური შრომა ან სარისკო საქმიანობა მთლიანად გამორიცხოთ.
თევზები
საყვარელი ადამიანისთვის გულის გადაშლის ნუ შეგეშინდებათ — დღეს ახალი გრძნობებისა და ემოციების აღმოჩენა გელით. გამორიცხული არ არის, რომ სხვისი პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ. ეს ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა სანაცვლოდ ერთგულ მეგობრებს შეიძენთ. მოერიდეთ დიდ ხარჯებს, კრედიტების აღებასა და ფულის გასესხებას. ნუ მოსთხოვთ საკუთარ თავს შეუძლებელს. თქვენი სასიცოცხლო ენერგიის მარაგი დიდია, თუმცა არა უსასრულო.
💬 კომენტარები