NewsGrid

„ნაპოვნია ოთხი ცხედარი…“ – ბოლო ინფორმაცია ტრაგედიის ადგილიდან
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი, მოჰყვა ჩამოშლილი მასის ქვეშ, – ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„ნაპოვნია ოთხი ცხედარი, ხოლო ერთი პირი გადაყვანილია კლინიკაში. ადგილზე მობილიზებულნი არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი კონტრაქტორი კომპანიისგან მოითხოვს უსაფრთხოების ნორმების დაცვის მაქსიმალურ გამკაცრებას და სამუშაო წარმოებისას რეგულაციების მკაცრად დაცვას. საავტომობილო გზების დეპარტამენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხანძარი: საწყობში აფეთქება მოხდა, დაშავდა 14 და დაიღუპა 1 ადამიანი
ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ვლადიკავკაზში პიროტექნიკის საწყობში ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

აფეთქების შემდეგ საწყობში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ცდილობენ.

ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურის, სერგეი მენაილოს განცხადებით, ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა ერთი ბავშვი.

მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – “გარდაიცვალა გულის შეტევით. ვერ გაუძლო ძალიან მძიმე შრომას”
ჩემი ერთგული დაცვის ოფიცერი, გიორგი რუბაშვილი გარდაიცვალა – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს:

“ჩემი ერთგული დაცვის ოფიცერი და ძალიან კარგი ადამიანი, გიორგი რუბაშვილი გარდაიცვალა გულის შეტევით. უბრალოდ ვერ გაუძლო ძალიან მძიმე შრომას ამერიკაში.ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ 9 თვე იმუშავა მაშინდელ ბობოლა ქოცებთან და მერე მომწერა რომ გული ერევა ისეთ საზიზღრობებს აკვირდება და ვეღარ

ძლებს სამსახურში, მიუხედავად მაღალი ხელფასისა.მე დავეხმარე ამერიკაში სტატუსის მოპოვებაში და მან ხელი მიჰყო მძიმე შრომას. ისევე როგორც, ზუსტად ასევე ამერიკაში წამოვიდა თავდაცვის სამინისტროს, შსს-ს ბევრი მაღალპროფესიონალური ოფიცერი და იმის მაგივრად, რომ თავისი მაღალი კვალიფიკაცია და თავდადება

გამოეყენებინათ საკუთარ სამშობლოზე, მუშაობენ მძიმე სამუშაოებზე კაპიკებად.სხვა უბედურებებთან ერთად ეს დამართა ივანიშვილმა ჩვენს ქვეყანას. როგორც 90-იან წლებში განადგურდა მთელი თაობა, ამანაც მთელი თაობა გაანადგურა, ” – წერს სააკაშვილი.

ძვირადღირებული მედიკამენტები 100 პროცენტით ფინანსდება - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მერიიდან
„ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, 1 134 მოქალაქისთვის 6 700-მდე შემთხვევა დაფინანსდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ერთი პაციენტის მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად, მუნიციპალიტეტი მინიმუმ 24 750 და მაქსიმუმ 70 110 ლარს გამოყოფს.

„თბილისის მერია ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეთა მხარდაჭერას სხვადასხვა სახის პროგრამებით ახორციელებს, რომელთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამა. სტატისტიკამ აჩვენა, რომ მისი ეფექტიანობა საკმაოდ მაღალია. კერძოდ, განიკურნა ადრეული სტადიის ბენეფიციართა 97 პროცენტი.

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის აღნიშნული პროგრამა, HER-2 დადებითი ადგილობრივად გავრცელებული (I-III სტადია) და მეტასტაზური ფორმის ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე მოქალაქეების სიცოცხლის გახანგრძლივება/განკურნებას ემსახურება. ამ დაავადებასთან ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის დროული აღმოჩენა, რადგან ხშირად სწორედ დროულ დიაგნოზზეა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ჯანმრთელობა ყველაზე დიდი ფასეულობაა და ჩვენი ვალდებულებაა, ადამიანებს დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა ჰქონდეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, პროგრამის ფარგლებში, ძვირადღირებული მედიკამენტები ყველა მოსარგებლეს სრულად, 100 პროცენტით უფინანსდება.

„შესაბამისი მომსახურების მისაღებად, საქართველოს მოქალაქეს ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში უნდა ჰქონდეს რეგისტრაცია. მოქალაქე, პროგრამაში ჩასართავად, განცხადებით და შესაბამისი საბუთებით დედაქალაქის მერიას მიმართავს, რომელთა საფუძველზე, მედიკამენტის აფთიაქიდან მისაღებად, საგარანტიო წერილი გაიცემა“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მთავრობამ წლების განმავლობაში, აღნიშნულის გარდა, არაერთი პროგრამა განახორციელა, რაც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას ემსახურება.

„ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, არაერთ პროგრამასა და პროექტს ვახორციელებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ყველა ფუნდამენტზე უფრო ძლიერი საყრდენი – ადამიანი უნდა იყოს ყველაზე მეტად დაფასებული, უზრუნველყოფილი შესაბამისი მედიკამენტებით, ჰქონდეს სხვადასხვა მიმართულებით ხელშეწყობა და გრძნობდეს სიცოცხლის სიხარულს. მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად იმატებს სიმსივნით დაავადებული ადამიანების რიცხვი. სამწუხაროდ, ამ მხრივ საქართველოც არ არის გამონაკლისი. სწორედ ამიტომ, ვალდებულად ვთვლით, ონკოპაციენტების დაფინანსება, მათზე ზრუნვა და დახმარება, დედაქალაქის ბიუჯეტში თანხის მაქსიმალური რიცხვით ავსახოთ. ხშირ შემთხვევაში, დროულად ჩატარებული კვლევა და სწორი მკურნალობა სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს. ამ პროგრამის უკან დგას არა უბრალოდ სტატისტიკა, არამედ დგანან ადამიანები, ოჯახები და მათი სიცოცხლე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ქალი არ დარჩეს აუცილებელი მკურნალობის გარეშე ფინანსური სირთულეების გამო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ბოლო ზარზე” გადაღებული ვიდეო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა – “აკრძალეთ!”
“ბოლო ზარზე” გადაღებული ვიდეო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ვიდეოს “ფეისბუკ გვერდი” “ყველაფერი პოლიციის შესახებ” აქვეყნებს.

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
გორის მუნიციპალიტეტში, ტყვიავი – ძევერის გზაზე, ბოლო ზარის მანქანების კოლონას ავარია შეემთხვა.

წინასწარი ცნობით, ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა მკვეთრი მუხრუჭის გამოყენების დროს. ერთ-ერთ ავტომანქანაში მოსწავლეების მშობლები იმყოფებოდნენ, ისინი კოლონას უკან მიყვებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

,,პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, რომ გატარდა ღონისძიებები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით.

პენსიის გაცემის პროცესი შეიცვალა – რა შემთხვევაში შეგიჩერდებათ პენსიის დარიცხვა
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში შეტანილი ცვლილებით, პენსიის გაცემის პროცესი გამარტივდა. კერძოდ, პენსიონერს, გარკვეული საიდენტიფიკაციო მონაცემების უზუსტობის გამო, პენსია აღარ შეუჩერდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანამდე არსებული პრაქტიკით, თუ პირადობის მოწმობასა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზას შორის რაიმე შეუსაბამობა ფიქსირდებოდა, პენსიის გაცემა ჩერდებოდა, სანამ მოქალაქე ახალ დოკუმენტს არ წარადგენდა.

„ცვლილებით კი, პენსიის შეჩერება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ დაემთხვევა პირადი ნომერი, დაბადების წელი და თვე. სხვა შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტო დაეყრდნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებს და პენსიონერები კუთვნილ პენსიას, შეფერხებისა და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე მიიღებენ.

ამ გადაწყვეტილების შედეგად, ყოველთვიურად, 1000-მდე პენსიონერი შეძლებს პენსიის მიღებას დამატებითი პროცედურების გარეშე. მათ აღარ დასჭირდებათ სააგენტოს სერვისცენტრში ან „ლიბერთი ბანკში“ ვიზიტი პენსიის განახლების მოთხოვნით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

წყარო: ​bpn.ge

სამგზავრო ავტობუსის გადაბრუნების შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები
თურქეთში, ქალაქ სივასში სამგზავრო ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ავტობუსი სივას-ერზინჯანის გზატკეცილზე, იმრანლის რაიონულ ცენტრში შესვლისას გადატრიალდა.

ადგილზე დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების, მეხანძრე-მაშველებისა და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული.

დაშავებულები იმრანლის სახელმწიფო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იმყოფებოდნენ თუ არა ავტობუსში საქართველოს მოქალაქეები ამ მომენტისთვის უცნობია.

საშინელ ავტოავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი – უმძიმესი დეტალები
Toyota-სა და Skoda-ს მარკის ავტომობილებს შორის შეჯახება მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, 4 ადამიანი – მამაკაცი, ქალი და მათი 2 შვილი – შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა.

ავარიას ასევე Skoda-ს მძღოლი [მამაკაცი] ემსხვერპლა.

მესამე ბავშვი, რომელიც Toyota-ით მგზავრობდა, საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

დამატებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით.

საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა - თვითმხილველების თქმით, მძღოლი ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა
საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა, რომელმაც შლაგბაუმი დააზიანა და ჭიშკარი შეანგრია.

თვითმხილველების თქმით, მძღოლი ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.

„პრაიმტაიმი“ დეტალებს არკვევს.

ფოტო: ტელეკომპანია იმედი